|
2015-02-06 15:35:07, 1770 ნახვა
სამართალი
საქართველოში ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 04.12.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ნიდერლანდების და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჰალალ იალდიზკაიას ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე, 196-ე, 197-ე, 198-ე, 213-ე, 214-ე, 324-ე; 05.11.2002 წლის სამეფო ბრძანების მე-4, მე-8 და 9-ე, 27.06.1969 წლის კანონის 21-ე და 22-ე; 28.11.1969 წლის სამეფო ბრძანების პირველი ნაწილის მე-2 თავის 33-ე; 25.11.1991 წლის სამეფო ბრძანების 175 1o e); ბელგიის სოციალური სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე, 102-ე, 103-ე, 221-ე მუხლის 1 1o ნაწილი, 232-ე მუხლის 1, 1o ნაწილი, 233-ე მუხლის პირველი თავის 3o მუხლით 235-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს გაყალბებას, თაღლითობას და კრიმინალური ასოციაციის წევრობას. "2001-2008 წლებში ჰალილ იალდიზკაია ბელგიაში იყო რამდენიმე კომპანიის მენეჯერი და დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში მან მთავრობას 241 დასაქმებული პიროვნების შესახებ ყალბი დეკლარაცია წარუდგინა. ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",-განმარტავენ შსს-ში.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)