14:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 17:31:45, 1083 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი სააკაშვილზე - სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას,რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისივე თქმით,მესამე პრეზიდენტის საქმეზე კვლავ მჭიდრო დაკვირვება და მონიტორინგი მიდის,დოკუმენტაციის გასაჯაროების და გაცნობის შემდგომ კი უნდა გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები,რაც სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

"ჩვენ ვაგრძელებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან მჭიდრო დაკვირვებას და მონიტორინგს,ჯერჯერობით ვეცნობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნას,რაც ახლახანს გახდა ცნობილი,ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას,რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული,დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ მნიშვნელოვანია,რომ ის სათანადო ნაბიჯები გადაიდგას,რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია." - განაცხადა კელი დეგნანმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics