|
2022-11-25 21:51:10, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ახალი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში ჯარს აგზავნის
ახალი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში ჯარს აგზავნის. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ეს არის ახლა საგანგაშო სიგნალი. "ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების ჩახშობის პარალელურად, ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში დამატებით ჯარს აგზავნის. ეს არის ახლა საგანგაშო სიგნალი". - ნათქვამია განცხადებაში. ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს. ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)