|
2022-11-25 20:57:12, 1053 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - წლების განმავლობაში არსებობდა მითები, თითქოს „ნაცები“ პროფესიონალები და „სვეცკები" იყვნენ
წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები იყვნენ პროფესიონალები და „სვეცკები“. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რაც არის ხაბეიშვილი და რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში. „ნაცმოძრაობა არ გაყონ არ დაგვღუპონ. ცოტა სერიოზულად რაც შეეხება, დღესაც იძახიან, რომ ინტელექტუალების სამჭედლო არისო „ნაცმოძრაობა“. წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები პროფესიონალები და „სვეცკები“ იყვნენ. რამდენად გოიმები და არაპროფესიონალები არიან წარმოიდგინეთ, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჰყავთ ხაბეიშვილი მელია და ვიღაც მუმლაძე. ეს სამი ადამიანი არის მთავარი სამი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ლიდერად უნდა აირჩიონ და პროფესიონალიზმზე და „სვეცკობაზე“ ლაპარაკობენ. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რეალურად ეს არის მათი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ესენი კარგები არიან, აზრზე მოსულები არიან, მათი ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ, პროფესიონალები არიან და ა.შ. კი ბატონო, მაშინ ნაცმოძრაობაც ასე ყოფილა, მაგრამ რაც არის ხაბეიშვილი, რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაზე ისინი იყრიან კენჭს და ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები და რამდენად რეალური იყო ის მითები ახლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)