05:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 18:17:47, 601 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს ენმ-ში ვფიქრობ, ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა

მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ჩვენი პარტიისთვის ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია და დამოკიდებულია იმაზე, სამუშაო ჯგუფი როდის დაასრულებს წესებზე მუშაობას.

„იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს ექნება აღნიშნული ამბიცია, რომ წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა განსაზღვრონ სამომავლო გეგმები და ადეკვატურად შეაფასონ, რეალურ დროში რა გუნდი, ვინ იქნება უფრო ეფექტური იმ ბრძოლის წინა პლანზე, რომელი ბრძოლაც უწევს ამ პარტიას, რადგან ამ არჩევნებით არ სრულდება არაფერი, პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის. ხატია დეკანოიძის ნათქვამის ინტერპრეტირება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ ხატიამ უბრალოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სულ ოპოზიციაში ყოფნას, არა მარტო ხატია, არამედ ბევრი ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება პარტიაში, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ცვლილებებზე და არა ოპოზიციაში ყოფნაზე. თუ ვინმეს სურს და კმაყოფილდება მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნით, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული, შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics