|
2022-11-23 09:52:20, 1020 ნახვა
პოლიტიკა
„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ
„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბებიან.
"გამოდით ყველა ვინც თვლით რომ ამ დღეს დაიწყო საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება."ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ამ რეჟიმს გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი იმიტომ რომ შევებრძოლებით მას ცივი გონებით, ერთობით, ახალი მიდგომებით, ორგანიზებულობით, გამძლეობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის სიყვარულით",- წერია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის" განცხადებაში. ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)