|
2022-11-22 14:36:13, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - დღეიდან ვიწყებთ ივანიშვილის მიერ შექმნილი კრემლის მე-5 კოლონის დასანქცირებაზე მუშაობას
დღეიდან "ლეიბორისტულ პარტიაში" იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და სასამართლოს ყველა მოსამართლის - 340 მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დასანქცირებაზე მუშაობას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება "დემოკრატიული მსოფლიოს პოზიციად და მთავარ მოთხოვნად" იქცა, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარისგან "შექმნილი კრემლის მე-5 კოლონის - სახელმწიფო აპარატის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანა" გახდა. "ათი წლის უკან, "ლეიბორისტული პარტიის" დაწყებული ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებაზე დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაიქცა დემოკრატიული მსოფლიოს პოზიციად და მთავარ მოთხოვნად. ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდება ოლიგარქის მიმართ დაწყებული საერთაშორისო სანქცირების უსწრაფესად დაგვირგვინებას მისი სრული ბლოკირებისთვის, მაგრამ გვრჩება ივანიშვილისგან შექმნილი კრემლის მე-5 კოლონა სახელმწიფო აპარატის სახით, რომლის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანაა, რადგან მათ დავალებული აქვთ საქართველოს ამოგდება ცივილიზაციური განვითარებიდან, მისი დაბრუნება მოსკოვის ორბიტაზე, გაწევრიანება რუსეთის სამხედრო ორგანიზაციაში, ასევე გაერთიანება რუსეთის სავალუტო, საბაჟო კავშირში და ცხინვალ-აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს დავალება მათ მიღებული აქვთ მოსკოვიდან და ამაზე იდეოლოგიური მუშაობა მიდის აქტიური... ამიტომ, დღეიდან "ლეიბორისტულ პარტიაში" იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და სასამართლოს ყველა მოსამართლის - 340 მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დასანქცირებაზე მუშაობას. დასანქცირება გულისხმობს იმას, რომ მათ გაეყინებათ შიდა და საერთაშორისო ანგარიშები, ჩამოერთმევათ ქონება, რომლებიც შეიძინეს საზღვარგარეთ და ასევე, გამოძევდებიან კარგად მოწყობილი მათი ოჯახის წევრები უცხოეთის პრესტიჟული დაწესებულებებიდან", - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, "ლეიბორისტული პარტია" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სანქციები საქართველოსა და ქართველ ხალხს არ შეეხოს. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციების პროცესი არ შეეხოს საქართველოს, ხალხს და არ მოაკლდეს ისედაც რეჟიმისგან გამწარებულ ადამიანებს არც ერთი ცენტრი იმ დახმარებიდან, რომელსაც ჩვენ უხვად ვიღებთ საერთაშორისო და ივანიშვილის მიერ დაგმობილი ცენტრებიდან და პარტნიორებიდან. პრომოსოკოვური, ოლიგარქიული სისტემა უნდა იქნას ლიკვიდირებული. ამ სისტემის პარალიზებისთვის საკმარისი არ იქნება მხოლოდ ივანიშვილის, მისი ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის სანქცირება, მას უკან უნდა მიჰყვნენ ასევე მისგან შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)