16:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 18:35:21, 1125 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ, რეგულარული კონტაქტი გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად

„ჩვენ კვლავაც ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეგულარული კონტაქტი გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან, მათ შორის დღესაც, რათა შევამოწმოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ განვაგრძობთ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის იღებს ყველა სათანადო პროცესს, რომელსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს და განსაზღვრულია კონსტიტუციით“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics