16:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 15:29:54, 1598 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა გაუწიოს მეტი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებს, როგორიც საქართველოა - ხელაშვილი

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ავრცელებს. 

როგორც ხელაშვილი Twitter-ზე წერს, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამხედრო ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ახლახან განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე მადრიდში, რომ ნატო-ს წევრებს, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის დაცვაზე, ასევე აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა",- წერს ხელაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics