|
2022-11-18 15:14:50, 1440 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი რუსებზე - ბ-ნო პრემიერო, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გააბრუნეთ რუსეთში
თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, გაქვთ უფლებამოსილება - მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გააბრუნეთ რუსეთში, - ასე მიმართა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე მყოფ პრემიერ-მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან მდგომმა ელისაშვილმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველო-რუსეთის საზღვრის გახსნისა და ქვეყანაში მათი შემოშვების წინააღმდეგი იყო. "ძალიან მაწუხებს ერთი რამე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ და განსაკუთრებით შემოსულიყო ყველაზე უღირსი ხალხი - დეზერტირები. გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მე მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია და ყველა იმპერიალისტია, მათ შორის არანაირი დემოკრატები არ არსებობენ. ჩამოვიდნენ - თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ. ალბათ, იცით რაც ხდება თბილისში ბოლო პერიოდში. ერთი რუსი იდგა, მეორე რუსი ტელეფონით უღებდა და დედას გვაგინებდა ქართველებს შუაგულ თბილისში. კიდევ ერთი რუსი დღისით, მზისით თბილისში კაფეში წიხლით შედგა ქართველ გოგოს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცეკვა... ამის წინ, უცხოელი სტუმრები მყავდა, მოვდიოდი ქუჩაში და დავიძახე - "სლავა უკრაინე" და ერთმა მომაძახა - "სლავა რასიეო" და მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი. სანამ ქუჩაში ასეთი ანგარიშსწორებები წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ აქედან. რატომ ვაბედინებთ ამდენს? ვართ თუ არა ჩვენ სახელმწიფო, ეს მაინტერესებს. იმიტომ გვიბედავენ, რომ ჰგონიათ, რომ ეს არის ტერიტორია მორღვეული ღობით. მე მინდა, რომ ეს იყოს ღირსეული სახელმწიფო და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდეს. პრემიერ-მინისტრი ხართ თქვენ და სპეცდანიშნულების რაზმები - ლომებივით ბიჭები გექვემდებარებიან - არ გაწუხებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადის; არ გაწუხებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან? ასევე მინდა გკითხოთ, რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ ახლაც, ამ წუთებშიც სოხუმის ციხეში იტანჯება ერთი ქართველი ბიჭი, სეპარატისტების დროშა რომ დაწვა და 9 წელი რომ მისცეს? ან რას ვაკეთებთ იმისთვის ახალგაზრდა გოგო ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააკავეს აფხაზებმა - ჩვენ მათ ენის მოჩლექით სულ დებსა და ძმებს ვეძახით, მაგრამ ისინი გვიბედავენ ყველაფერს. გალის რაიონში ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ ყველას ჩვენი დები და ძმები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)