17:06 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 12:48:51, 1113 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე ხელისუფლებას - თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობა და ლაჩრობა, ხოლო ჩვენი - ღირსეული, ძლიერი საქართველო

თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო. 

"დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - ან ძლიერი ერთიანი საქართველო ან დამონებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. 

თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ძლიერი, ერთიანი საქართველოს არჩევანი. 

როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიციამ, ბოლო ვიზიტის დროს, შემოგთავაზეთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეგვეძლო კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ისევ ჩვენკენ იშვერთ ხელს?! 

ის მოღალატეობრივი ქმედებები, რამაც აგვაცილა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და თქვენ ხართ დამნაშავე ამაში",- განაცხადა ვაშაძემ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics