|
2022-11-17 14:38:25, 742 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - არ ვიცი ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება
ეგენი როგორი კონკურენტები არიან, ყველანი ერთად, ეტყობა დღევანდელ სიტუაციას. მე არ ვიცი ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავად ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება, თორემ სხვანაირად ასეთი შიდა კონკურენცია ვერ იქნებოდა - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, ვინ უფრო ძლიერი კონკურენტია „ქართული ოცნებისთვის“, ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს, ის არის მედია პროდუქტი. „ბოლო სამი დღეა ვიძახი და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს, ის არის მედია პროდუქტი. ერთი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ არც ერთმა ტელევიზიამ რომ არ ახსენოს, გარანტიას გაძლევთ, ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. აქვე მან მედიის მისამართით აღნიშნა, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება საქართველოს პარლამენტში, რასაც ტელევიზიები არ აშუქებენ. „ყველა მედია საშუალებებთან გვაქვს პრეტენზია, რომ კულისებში, საქართველოს პარლამენტის დარბაზში იმდენი რამ ხდება, რასაც არ აშუქებთ. შეიძლება დრო არ რჩება ამისთვის, მაგრამ თუ ამ რადიკალიზაციას თავს დაანებებთ, იმდენი ამბავია გასაშუქებელი მთელი ამ დღეების განმავლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეზე პოზიტიურად აისახება, რომ ვერ აუხვალთ ამის გაშუქებას. უბრალოდ სხვა დღის წესრიგით და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული და ამ დროს დღეში გადის მინიმუმ 30-მდე კანონპროექტი, რომელზეც სათითაოდ შეგიძლიათ მის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბროთ, რა პოზიტიური შედეგი მოაქვს საზოგადოებისთვის ამ ყველაფერს, უბრალოდ არ აშუქებთ ამას. ამიტომ, ვერ დაიკარგება მედია სივრციდან „ქართული ოცნება“ და დაიკარგება ის ორგანიზაცია, რომელი ორგანიზაციაც ხელოვნურად იკვებება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)