2022-11-16 11:43:18, 400 ნახვა
რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა
![]() ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა. ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. გამოფენილი იყო ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონანტები. ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ჭიბონისა და ჯარას დამზადების, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, კალათებისა და ბადის ქსოვის მასტერკლასებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ღვინის დაწურვისა და არაყის გამოხდის იმიტაციებში. სადემონსტრაციოდ გამოიფინა მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მარნების პროდუქცია, რაც მიზნად ისახავდა ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 22 ,,საუკეთესო მეღვინე", რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. მოწყობილი იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და წითელი ჯვრის კუთხეები. ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მოწვეული ბენდები ,,გოგლაურა" და ,,სისაიდი" აფორმებდნენ. ,,შემოდგომა ქედაში" არის დღე სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩევა.
უკრაინოს საგარეო - ხორვატიის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიულ მთლიაობას ფაქტობრივად ეჭვქვეშ აყენებს
პაპუაშვილი - კორუფციის აღქმის საკითხში საქართველო EU-ს 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს
პაპუაშვილი - კორუფციის აღქმის საკითხში საქართველო EU-ს 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს
გთვლი ძალიან დიდი პოტენციალის მქონდე პოლიტიკოსად - სააკაშვილი ხაბეიშვილს წერილს უგზავნის
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინოს საგარეო - ხორვატიის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიულ მთლიაობას ფაქტობრივად ეჭვქვეშ აყენებს
![]() კულება - პირველ ტალღაში უკრაინა140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს
![]() კირილენკო - რუსებმა დაბომბეს ბახმუტი და ნანგრევებად აქციეს, არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE ლავროვი: დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, EU-ს 12 რეკომენდაცია შეასრულოს
დღის თემა
|