|
2022-11-15 10:57:20, 1759 ნახვა
რეგიონი
BLOOMBERG-მა ბათუმს სიუჟეტს მიუძღვნა და ევროპის გამორჩეულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად დაასახელა
გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს. „ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი. „ეკონომიკური თვალსაზრისით, აჭარა ნამდვილად არის მოწინავე და მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის" - ნათქვამია სიუჟეტში. ვიდეო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს შესაძლებლობებს ეთმობა. სატელევიზიო კამპანია, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს, ბლუმბერგის ეთერში დღეიდან ჩაეშვება. "ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში," განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ BLOOMBERG-ისთვის მიცემულ ინტერვიუშ
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)