20:52 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 18:19:34, 1196 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია

ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ივანიშვილის დამსახურებაა.

"რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს დაუბრინდათ სახელმწიფო, პირველ რიგში, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს. როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირია წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა ყნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics