|
2022-11-09 23:11:15, 872 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილისგან მთელი ამ წლების განმავლობაში არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი, არამედ არც გვჭირდება
ბიძინა ივანიშვილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება. ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის აბსოლუტურად, როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობების გზით- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მისივე თქმით, რომ პარტია არ ღებულობს არანაირ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მისივე თქმით, პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. „არცერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)