|
2022-11-07 18:45:09, 1153 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - EU-ს რეზოლუციაში შესწორებები „ნაცმოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბლისიუსებს და გრეგოროვას შეაქვთ
EU-ს რეზოლუციაში შესწორებები „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბლისიუსებს და გრეგოროვას შეაქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ „ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, თავიანთ ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერაც არ აქვთ“. „მორიგ რეზოლუციას რაც შეეხება, იცით, რომ შესწორებები შევიდა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არიან ამ შესწორებების ავტორები, ეს არის ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მისნი. რა შესწორებებია - თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, თურმე ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, აბა თუ გამოიცნობთ ვის? - კეზერაშვილს. საქართველოს მოსახლეობის ალბათ, 100 %-მა იცის, რას წარმოადგენს კეზერაშვილი. რეზოლუციაში შეტანილია, რომ თურმე უსამართლოდ იდევნება, მილიონები არ მოუპარავს, ჩვენი თავდაცვა, ჯარისკაცები არ გაუძარცვავს და ეს ადამიანი თითქოს გულწრფელი, კეთილშობილია და საქართველოს ხელისუფლება დევნის. ასეთი შესწორებებია შესული და ეს შესწორებები შეაქვთ მათ, ვინც დაგისახელეთ - ფასიან ლობისტებს, „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს“ საგარეო ფრონტზე - ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა და ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერა არ აქვთ. როგორც ჩვენთან „გიჟი ჯაფარა“ დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტინგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი. უბრალოდ, არიან იქ, სადაც არიან რაღაც პერიოდით - ევროპარლამენტში და მორჩა, შემდეგში ან იქნებიან ან არა, სავარაუდოდ, არ იქნებიან, რადგან ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში“,- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაციები, რომელბიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)