22:17 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:30:19, 1201 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი - საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო, მაგრამ ის ღიაა დღეს, სულ ღია არ დარჩება

ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო, მაგრამ ის ღიაა დღეს და სულ ღია არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ახლად დანიშნული ელჩის თქმით, დღეს არსებული ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან საქართველომ სარგებელი უნდა მიიღოს.

"გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. გადაწყვეტით უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს. თავად ქართველებმა უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად არიან განწყობილნი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, ხშირად ღრმა დაპირისპირებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია, თუმცა როდესაც "საქმე მიდგება უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ საჭირო ხდება, ეს უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთად ვიმუშაოთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics