|
2022-10-13 13:17:39, 1538 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი აბები რაც უკანონოდ გაასაღა. "სამართალდამცავებმა ბრალდებული 2022 წლის 29 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)