10:59 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 17:01:43, 1904 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. შეხვედრების მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი  მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.

დღემდე ამ ფორმატის საშუალებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა და კვლავ გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა ნებისმიერი მოქალაქის მიერ დასმული საკითხი იყოს დროულად გადაწყვეტილი.

დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე , როსტომ ლორთქიფანიძე,  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე, არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირები, სოფელ წყაროთის, ჭალას, ახალდაბის, ცეკვას, ცხემლისისა და ჭვანის  მოსახლეობას შეხვდნენ.

მთავრობის წევრებმა, ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ომარ ტაკიძის განცხადებით,  მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტის დასაგეგმად, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს 2023 წლის პრიორიტეტებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics