|
2022-09-29 17:36:37, 1794 ნახვა
რეგიონი
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - (BAU), კარდიოლოგებთან და კარდიოქირურგებთან ერთად, იმ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს "გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამის ფარგლებში დაფინანსდენენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს პროგრამებს, გასულ წელს სამინსტრომ დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ,,გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, გულის ან/და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ლარს. მიმდინარე წელს სერვისებით უკვე ისარგებლა 1915 მოქალაქემ. შეხვედრაზე კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, კარდიოქირურგმა მაჰირ ბალაქიშიევმა კლინიკის მაგალითზე წარმოადგინა პრეზენტაცია სამინისტროს პროგრამის შედეგებზე და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე. "2016 წლიდან დღემდე კლინიკაში ჩატარდა 1520 ოპერაცია ღია გულზე. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტთა 33%-ს, გეგმიური ოპერაცია 67%-ს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პანდემიის პერიოდი, ამ დროს კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ოპერაცია არაერთ კოვიდ პაციენტს ჩაუტარდა, ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა. კლინიკა ამჟამადაც აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში, ვემსახურებით როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ შემთხვევებს. კარდიოქირურგიული მომსახურება ძვირადღირებული სერვისია, რომ არა აჭარის მთავრობისა და სამინისტროს მხარდაჭრა, დაფინანსება, ვერ მოხერხდებოდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენა", - აღნიშნა მაჰირ ბალაქიშიევმა. როგორც 45 წლის პაციენტი, ლილი ჭელიძე აღნიშნავს - ,,ოპერაცია სრული დაფინანსებით, 4 თვის წინ გავიკეთე კლინიკა ბაუში, რისთვისაც მადლობას ვუხდი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ექიმებს. დღეს გულის საერთაშორისო დღეა და ყველა პაციენტს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მთავარია დროულად მიმართონ ექიმს“. დღეს გულის მსოფლიო დღე აღინშნება, 2022 წლის სლოგანია "გულით თითოეული გულისთვის" და აქცენტი კეთდება სამ მიმართულებაზე - გულით საზოგადოებისთვის, გულით ბუნებისთვის, გულით საკუთარი თავისთვის.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)