|
2022-09-28 16:43:24, 922 ნახვა
პოლიტიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს. საბჭოს წევრებს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ,,ნაკრესი“, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი - CENN, „საბუკო“, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - REC Caucasus. საბჭოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რაჭაში ეროვნული პარკის დაარსების საკითხზე. აღინიშნა, რომ რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტების და ეკოსისტემების დაცვა/შენარჩუნება და ასევე მოხდება ეკოტურიზმის განვითარება, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ სამომავლოდ გაგრძელდება რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობა, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, სადაც არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, მაქსიმალური გამჭირვალობით ხდება დაგეგმილი და მიმდინარე პოექტების განხილვა, ასევე პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარება, საზოგადოების ჩართულობა, მათი მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)