05:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 17:25:10, 687 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე

მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის უარს ამბობს პასუხი აგოს იმაზე, თუ რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.

"მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომლებიც, ბევრი წელი გამოდის, რომლებიც არასამონასტრო კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ და ქართულში ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით, დანიშნულებისამებრ, საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსი და გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი სამრეკლო ან ერთი ტაძარი, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ, შესავლის სახით, მინდა გითხრათ, რომ მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე". - ნათქვამია განცხადებში.

შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics