19:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 11:07:14, 1157 ნახვა

სხვადასხვა
ისტორიაში ყველაზე დიდი დაკრძალვის ცერემონიები

დედოფალ ელიზაბეთ II-ის ცხედარი ორშაბათს, 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დაკრძალვის წინა დღეს "ექსპრესნიუსი" იხსენებს ისტორიაში ყველაზე დიდ გლოვის ცერემონიებს.

1948 წლის 10 თებერვალს ორი მილიონი ინდოელი მოვიდა, რათა დაემშვიდობნენ დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს, მაჰათმა განდის. პოლიტიკოსის ფერფლი მდინარე ჯუმნაზე გაიფანტა.

1963 წლის 25 ნოემბერს ამერიკელებმა მასობრივად პატივი მიაგეს ჯონ კენედის, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა დალასში მოგზაურობისას. აშშ-ის გარდაცვლილი პრეზიდენტის ცხედარს, კაპიტოლიუმში, რამდენიმე ასეული ათასი ამერიკელის რიგი ედგა. დაკრძალვაზე თითქმის ასი ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა.

1965 წლის 30 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სახელმწიფო პატივით დაკრძალეს. ქვეყანაში ასეთი პატივი, როგორც წესი, მხოლოდ მეფეებსა და დედოფლებს ენიჭებათ, მაგრამ მთავრობის მეთაურის გულისთვის, რომელიც ინსულტით გარდაიცვალა, გამონაკლისი გაკეთდა. კუბო მისი ცხედრით ვესტმინსტერის დარბაზში გამოფინეს, სამგლოვიარო პროცესიამ კი ლონდონის მთელი ცენტრი გაიარა.

1970 წლის 12 ნოემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მოეწყო საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის გამოსამშვიდობებელი ცერემონია. მართალია, მისი ნეშტი ტაძარში არ იყო: გენერალს სურდა, რომ დაკრძალვაზე ოფიციალური პირები არ ყოფილიყო და მისი ცხედარი ოჯახის თანდასწრებით დაკრძალეს Colombes-les-Deux-Eglises-ში.

2005 წლის 8 აპრილს ვატიკანში ათასობით მორწმუნე დაემშვიდობა რომის პაპ იოანე პავლე II-ს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 26 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ასზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი დაესწრო დაკრძალვას და მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებდა გლოვის ცერემონიის გადაცემას ტელევიზიით.

2013 წლის 15 დეკემბერს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა მშობლიურ სოფელ ცგუნუში დაკრძალეს. მანამდე აფრიკის უდიდეს სტადიონზე, იოჰანესბურგში, Soccer City-ზე სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა აშშ-ის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics