23:36 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 21:48:31, 1082 ნახვა

რეგიონი
სომხეთმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხი ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში დაადანაშაულა

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ახალი ესკალაციის დროს სომეხი ჯარისკაცი სასტიკად მოკლეს. ამის შესახებ 16 სექტემბერს უცხოელ დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედუარდ ასრიანმა განაცხადა, იუწყება News.am.

„თქვენს ყურადღებას ვაქცევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, მათ მიერ ჩვენს საბრძოლო პოზიციებზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, თუნდაც სამხედრო მოსამსახურე ქალების მიმართ ჩადენილ სისასტიკეს. ტელეფონზე მაქვს ეს ფოტოები და ვიდეოები, შემიძლია ვაჩვენო. <...> გაჩვენებთ ამ ვიდეოს, სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის აღსაწერად, მასზე ჩანს, როგორ დაანაწევრეს ქალი ჯარისკაცი, ჩამოაჭრეს ფეხები, თითები, გააშიშვლეს, ეს სისასტიკის ბოლო ხარისხია, “ – განაცხადა ასრიანმა.

OC Media-ს ცნობით, ვიდეო, რომელზეც ასრიანმა ისაუბრა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე გამოსახულია სომეხი სამხედროების ცხედრები, მათ შორის ორი ქალი. ერთ-ერთი ქალი გაშიშვლებულია, მკერდზე და მუცელზე წარწერით (სომხეთის ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ ქალის სხეულზე აზერბაიჯანული სპეცდანიშნულების რაზმის სახელი „იაშმა“ აწერია). ქალს თითები მოაჭრეს და პირში ჩასვეს, თვალიც ამოუჩეხა.

აშშ-ში სომხური დიასპორის გამოცემა Asbarez წერს, რომ ვიდეოში გამოსახული ცხედარი სამი შვილის დედას, 36 წლის ანუშ აპეტიანს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქალაქ ჯერმუკში შეიპყრეს, გააუპატიურეს და აწამეს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გამწვავება 13 სექტემბერს ღამით მოხდა. ერევანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ქვეყნებს შორის საზღვრის მახლობლად ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში დაადანაშაულა. ბაქო ირწმუნება, რომ დაბომბვა იყო პასუხი სომხეთის "მასშტაბიანი პროვოკაციაზე".

ესკალაციის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტი არ შეხებია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სომხეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე 7,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ ჯერმუქთან შევიდნენ.

სომხეთში ესკალაციის შედეგად დაიღუპა 135 ადამიანი, აზერბაიჯანში 77 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. CSTO-მ გადაწყვიტა გაეგზავნა თავისი მისია კონფლიქტის ზონაში, რათა „შეაფასოს არსებული ვითარება“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics