05:27 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 15:12:07, 1472 ნახვა

რეგიონი
შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო

შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო.

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ნიგაზეული, ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებას  დაესწრო. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

სწავლის დაწყების პირველ დღეს მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და  სახელმწიფო დროშა აღიმართა.

საჯარო სკოლის 115 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა”, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს,  სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცა. სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით. მიმდინარე წელსაც, ყველა მოსწავლე ისარგებლებს  ტრანსპორტირების პროგრამით.

შუახევში  სულ 1468 მოსწავლე, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა. 

ომარ ტაკიძესთან ერთად, ახალი სასაწავლო წლის დაწყება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics