|
2022-08-05 12:30:34, 2287 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს პროგრამებით ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით ფინანსდებიან
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს პროგრამებით ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით ფინანსდებიან. „ბოლო ორი წელია სამინისტრო აფინანსებს რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. მიმდინარე წელს დავიწყეთ ფსორიაზით, ფსორიაზული ართრიტითა და მაანკილოზირებული სპონდილიტით დაავადებული პაციენტების, ასევე, ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება. დღეს, შეხვედრა გავმართეთ პროგრამის ბენეფიცარებთან, გავეცანეთ მკურნალობის შედეგებს და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. პაციენტები აღნიშნავენ, რომ მკურნალობის დაწყების შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა 90% - 100%-ით გაუმჯობესდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლიდან სამინისტრო გააფართოვებს პროგრამებს და დაფინანსების მიღება უფრო მეტ მოქალაქეს შეეძლება“, - აღნიშნა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრას ესწრებოდა რევმატოლოგი, ნერიმან ცინცაძე, დერმატო-ვენეროლოგი, ლელა ბერიძე, რევამატოლოგი, ლია საგინაძე და რევმატოლოგი, ია კახიძე. „პრეპარატები, რომელბსაც პაციენტები სამინისტროს დაფინანსებით ღებულობენ არის პირველი რიგის და ყველაზე თანამედროვე, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. შედეგები გვაქვს ძალიან კარგი. ბევრი პაციენტის დაავადება უკვე გადასულია რემისიაში და თანდათან ვამცირებთ დანიშნული მედიკამენტების რაოდენობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით პაციენტების მრავალწლიანი ჯანმრთელობის პრობლემები დაძლეულია“ - აღნიშნა რევამტოლოგმა, ნერიმან ცინცაძემ. სამინისტროს პროგრამებით რავმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებული სპონდილიტის ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობა 50-მდე ბენეფიციარს უფინანსდება. „ორი შვილის დედა ვარ, მკურნალობის დაწყებამდე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, არ შემეძლო გადაადგილება, მქონდა გაუსაძლისი ტკივილი. რაც სპეციალური მედიკამენტის მიღება დავიწყე, შვება ვიგრძენი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე 100%-ით გამოჯანმრთელებული ვარ“, - აღნიშნა ერთ-ერთი პროგრამის ბენეფიციარმა, თინა სურმანიძემ. პაციენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ წლების განმავლობაში მათ მკურნალობა საკუთარი ხარჯებით უხდებოდათ, ნაწილს აღნიშნული ფინანსური რესურსი არ გააჩნდა ან მიღებული მედიკამენტები არაეფექტური იყო. თანამედროვე ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ კი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)