|
2022-07-27 12:14:41, 927 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი ივანიშვილს - თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ქვეყანას, საზოგადოებას ზღაპრების აღარ სჯერა
გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა - ეს თქვენს წერილშიც ჩანს, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტოკოსი, კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ოქრიაშვილის თქმით, ქართველ ხალხს უნდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძლეს, არამედ არც უცდიათ. "რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან: 1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა. 2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს - ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება. 3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა. არ გვინდა თქვენი გადმოგდებული არც დიდი და არც პატარა ძვალი - ქართველ ხალხს გვინდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძელით, არც გიცდიათ. თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა პროგრესი, რომ თითოეულ ოჯახს მინიმალური შემოსავლის სახით 1000-1500 $ ჰქონდეს. თქვენივე დანაპირებით, ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა მომხდარიყო. ქართულ საზოგადოებას თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა. მოგიწოდებთ, უბრძანოთ თქვენს მდივნებს, შეასრულონ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და წელსვე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თორემ თქვენს წერილშიც ჩანს, გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა, რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება! ", - განაცხადა ოქრიაშილმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)