|
2022-07-17 15:53:32, 1175 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 8 ადამიანი
ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კავალასთან, უკრაინული თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა და კომერციულ რეისს ახორციელებდა სერბეთიდან იორდანიაში. შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის. თვითმფრინავში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც 12 ტონა „საშიში ტვირთი“ გადაჰქონდა და ადგილზე დაიღუპნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მეზობელ დასახლებებში შუქი გაქრა. An-12 შესთავაზეს დაშვება სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა აირჩია ეს უკანასკნელი ვარიანტი და დაიწყო დაშვება, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაცია დაიკარგა. ის კავალას აეროპორტიდან დასავლეთით 40 კილომეტრში დაეცა. ბოლო ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურები ავარიის ადგილის შესასწავლად დრონით სწავლობენ, რათა პიროტექნიკოსებსა და მაშველებს ინფორმაცია მიაწოდონ. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ „შავი ყუთიდან“ მიღებული ინფორმაცია ავარიის გარემოებებს დაადგენს. An-12-ის ჩამოვარდნის ადგილიდან 500 მეტრში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ორი უახლოესი დასახლების მაცხოვრებლებს ურჩევენ არ გააღონ ფანჯრები, არ გავიდნენ სახლიდან და ატარონ ნიღბები, რადგან თვითმფრინავი შესაძლოა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო
ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - BOG-ის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)