|
2022-07-14 15:38:58, 1131 ნახვა
სამართალი
კანადელი ქალის გაუჩინარების საქმეზე პოლიციამ ყოფილი შეყვარებული დააკავა
კანადელი ქალის გაუჩინარების საქმეზე პოლიციამ მისი ყოფილი შეყვარებული დააკავა.მოჰამედ ლილოს, ელნაზ ჰაჯტამირის ყოფილ ბოიფრენდს და ყოფილ ბიზნესპარტნიორს, ბრალი მის გატაცებაში წაუყენეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ექვსი თვის წინ კანადის დედაქალაქ ონტარიოში მცხოვრები ქალი პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა გაიტაცეს. პოლიცია გატაცებულს 6 თვეა უშედეგოდ ეძებს. "12 იანვარს, სამი, პოლიციის ფორმასი ჩაცმული მამაკაცი იძულებით შევიდა ონტარიოს სანაპიროზე მდებარე საკუთრებაში და სახლის მფლობელი იძულებით წაიყვანა, ირანში დაბადებული ჰაჯტამირი მანქანაში ჩასვეს და მანქანასიბნელეში გაუჩინარდა."- განაცხადა ონტარიოს პოლიციამ. „გამტაცებლებისგან დუმილის გარდა არაფერია და ჩვენი ლამაზი გოგონასგან კვალიც არ დარჩენილა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ეჭვმიტანილის დაკავება მის პოვნასთან უფრო დაგვაახლოებს,“- აცხადებს ჰაჯტამირის ოჯახი. საგულისხმოა, რომ ჰაჯტამირს გატაცებამდე რამდენიმე კვირით ადრე თავს დაესხნენ. ნოემბერში კი მის მანქანაში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს. გატაცებაში ეჭვმიტანილის ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პოლიცია ასევე განიხილავს ლილოს სავარაუდო მონაწილეობას ქალზე განხორციელებულ თავდასხმაში.ონტარიოს პროვინციის პოლიციის სპიკერმა ბილ დიქსონმა ადგილობრივ მედიას განუცხადა , რომ გამომძიებლები "ძალიან იმედგაცრუებულები" არიან. ”ჩვენ ვიცით, რომ ის სადმე აქ უნდა იყოს და ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი დაუღალავად მუშაობს, რათა გაარკვიოს სად არის, როგორ გადაიყვანეს ვასაგას სანაპიროდან სხვა ადგილას, რა მოხდაშემდეგ – ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცხედარს ვერ ვიპოვით. ჩვენი იმედი რჩება, რომ ელნაზ ჰაჯტამირის ცოცხალს ვიპოვით და სახლში მივიყვანთ ოჯახთან.””- განაცხადა დიქსონმა. პოლიციამ მოუწოდა საზოგადოებას განაცხადოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკარგული ქალის პოვნას ხელს შეუწყობს.
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)