|
2022-07-12 18:04:20, 1083 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგა
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრებმა. მინისტერიალის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის ელექტრონული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე იუსტიციის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) ფარგლებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ელექტრონული და ციფრული საშუალებებითაც წარმართოს, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საქართველოში წლებია აქტიურად გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტაციის ციფრული საშუალებებით გაცვლის პლატფორმები. ამგვარი პრაქტიკა არსებობს არაერთ სახელმწიფოსთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებშიც და თუ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან იქნება მზაობა, საქართველო აქტიურად ჩაერთვება თანამშრომლობის ელექტრონული გზებით განხორციელების ინიციატივაში. ელექტრონული სერვისების მუშაობის ეფექტურობა და გაძლიერება დღის წესრიგში მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებული გლობალური კრიზისების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურად დადგა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აუცილებელი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში ელექტრონული კომუნიკაციებისა და სერვისების დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)