20:43 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 12:13:03, 1029 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა ოთხი ადამიანი

ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი,- ამის სესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადი ლიახი ავრცელებს.

ლიახის თქმით, ოკუპანტებმა გუშინ საღამის ცეცხლი ლიმანში, ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას და დანილევსკის ქუჩებში გახსნეს.

„გუშინ საღამოს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან კერძო სექტორში, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის. დაღუპულთა და დაჭრილთა 90% ქუჩაში იყო“, - განაცხადა ლიახმა.

ამასთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ შენობა.

„ჯერჯერობით შეჩერებულია ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო განაწილების პუნქტებზე. ორშაბათს ჩვენ კონსულტაციებს ჩავატარებთ გარემოებებზე. გაუფრთხილდით თავს!" - დასძინა ლიახმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics