|
2022-07-01 15:22:05, 1399 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრალია ალინა კაბაევასა და პუტინის ნათესავების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
ავსტრალიამ რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის 16 წევრს სანქციები დაუწესა. „შავ“ სიაში ვლადიმერ პუტინის ნათესავები და ახლო მეგობრები მოხვდნენ.ამის შესახებ ავსტრალიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ სანქციები დაწესდა აგრესორი ქვეყნის ხელმძღვანელის ბიძაშვილის, ბიზნესმენ იგორ პუტინის, ძმისშვილების - მიხეილ პუტინის (SOGAZ-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და რომან პუტინის (MRT Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევას, რომელიც რუსეთის უმსხვილესი კერძო მედია კომპანიის, "ეროვნული მედია ჯგუფის" საბჭოს თავმჯდომარეა . " რუსეთის 'ეროვნული მედია ჯგუფის" საბჭოს თავმჯდომარე ალინა კაბაევა,სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი; მშენებლობის მინისტრი ირეკ ფაიზულინი;ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი;ბიზნესმენი ალექსანდრე პლეხოვი; დაწესებული შეზღუდვები მოიცავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსეთის ფედერაციის უმდიდრესი ადამიანისა და პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)