|
2022-06-29 16:47:10, 1328 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა ჰგავდეს კიევის ტურნიკეტებს - ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, იკეტება
ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი თანხა ნატო-ში გასაწევრიანებლად?, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში მიმდინარე სამიტზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს. „ჯერ კიდევ არასაკმარისია ჩვენი წვლილი როგორც ევროპის, ისე მთელი ცივილიზაციის დაცვაში? მერე კიდევ რა არის საჭირო?”,- განაცხადა ზელენსკიმ. ალიანსში გასაწევრიანებლად მკაფიო გზის არარსებობის გამო, ზელენსკიმ გამოიყენა კიევის მეტროს სისტემის ტურნიკეტების ანალოგია, რომლებიც ყოველთვის ღიაა, სანამ არ მიუახლოვდები. "ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა ჰგავდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს - ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, ტურნიკეტები იკეტება მანამ, სანამ არ გადაიხდით“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს სამხედრო ალიანსს „გადახედოს“ როგორ უყურებს თავის აღმოსავლეთ ფლანგს. "„ნაცრისფერი“ ზონის მოშორება, უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. ახლა დაფიქრდით ერთ ფაქტზე: დღეს ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, ოთხ თვეზე მეტია აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც ყველა ოფიციალურად ასახელებთ, როგორც მთავარ საფრთხეს საკუთარი თავისთვის. ჩვენ ხელს ვუშლით რუსეთს ჩვენი განადგურებისგან და თქვენი განადგურებისგან. დამთხვევაა, რომ ყველა მოკავშირე აღმოსავლეთში, ყველა ჩვენი მეზობელი, უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეა? არა, ეს არ არის დამთხვევა. ეს არის ლოგიკა. ეს არის ჩვენი რეგიონის ცხოვრების ცოდნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)