|
2022-06-28 18:02:01, 1086 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს, საომარი მოქმედებები 24 საათში შეწყდება
უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა „დღის ბოლომდე“ დასრულდეს, თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ასევე საჭიროა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დადონ იარაღი და შესრულონ რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობები. „უკრაინულ მხარეს შეუძლია ყველაფერი 24 საათში შეაჩეროს. ჩვენ გვჭირდება ბრძანება ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დადონ იარაღი, ბრძანება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დადონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება დღის ბოლომდე დასრულდეს“,- განაცხადა პესკოვმა. გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და მიზნებიც მიიღწევა. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, რომ სპეცოპერაცია მიდის გეგმის მიხედვით და მიიღწევა მიზნების მიხედვით“, - განაცხადა სპიკერმა. ამასთან, მან უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა რუსულ მხარეს უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების სავარაუდო ვადა., მან უპასიხა: „არა, დანარჩენი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის აზრებია“. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)