14:01 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 10:54:33, 1521 ნახვა

მსოფლიო
კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ზელენსკი ერთ დღეში 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა

უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ლატვიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის, სლოვენიის, მოლდოვის და ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედას ესაუბრა.

„ამ მარათონს ხვალ გავაგრძელებ - ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ვუზრუნველყოთ. ხვალ ღამით ველოდებით საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

 



 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო
ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - BOG-ის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics