|
2022-06-22 10:04:11, 1024 ნახვა
მსოფლიო
ნედ პრაისი - აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას
აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. " ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. სამივე ქვეყანა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. "- აცხადებს ნედ პრაისი. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)