|
2022-06-17 14:08:59, 1239 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს
დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს,- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.კომისიის აზრით უკრაინამ დაადასტურა ევრიპული მისწრაფებები, 6 წლის განმავლობაში. უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულების 70% შეასრულა. უკრაინას უნდა გაეხსნას ევროპის გზა და შემდეგ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი,- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. " უკრაინას აქვს მტკიცე საპარლამენტო-საპრეზიდენტო დემოკრატია, საჯარო ადმინისტრაცია. დეცენტრალიზაციის მოთხოვნებიკომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები...ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)