14:14 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 11:09:41, 1115 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი გარანტი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება "არ შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს" მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. 

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს „ემართა [მოლდოვას] და რეგიონის მიმართ“.

„მინდა, რომ ჩვენ გავაგზავნოთ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რაც ჩვენ გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს" მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.“, - თქვა მაკრონმა და ისაუბრა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთად.

მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება და რაც ასევე არ ჩაანაცვლებს გაწევრიანებას.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

სამივე ქვეყანამ ევროკომისიას უკვე გადასცა კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპულ საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი -პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დემონტაჟია და ეწინააღმდეგება ეკლესიის მისიას
ადვოკატი - დიტო ჩუბინიძე ბრალს არ ეთანხმება, არც ღარიბაშვილს იცნობს
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics