|
2022-06-15 11:54:53, 940 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საინვესტიციო კომიტეტის წევრები და კონკურსში მონაწილე სტარტაპები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ძალიან სწრაფად, ძლიერად ვითარდება როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში თქვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს იმ ახალი ინოვაციებით, იმ კრეატიულობით, რომელიც გვჭირდება ჩვენ და თანამედროვე ეკონომიკას. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება, ახალი ინოვაციების შექმნა. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით თითოეულ თქვენგანს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია ამ ყველაფრის შესაძლებლობა, მოტივაცია, უნარები და ეს სამეწარმეო სულისკვეთება და მუხტი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ინკლუზიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია იგრძნობოდეს ყველგან - ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში. მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ეს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი ახალი გამარჯვებების, იმ ძალიან გრძელი გზის, სადაც თქვენი ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები იქნება გამოყენებული" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. პროექტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა წელს მერვედ გამოაცხადა. ღონისძიებაზე 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა, თითოეული მათგანი 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)