08:26 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 13:21:50, 1178 ნახვა

სხვადასხვა
კვიპროსი უკრაინელი და რუსი ტურისტების ჩამნაცვლელებს ეძებს - სექტორი კრიზისშია

ყოველწლიურად დაახლოებით 800 ათასი რუსი და უკრაინელი ტურისტი ჩადიოდა კვიპროსში დასასვენებლად. ახლა მათი ნაკადი დაშრა, რაც სერიოზული დარტყმა იყო ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელიც აქ მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ზოგიერთი შეფასებით, შემოსავლების კლება თითქმის 600 მილიონი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს იმ სექტორის აღდგენას, რომელიც სერიოზულად დაზარალდა პანდემიით.

„უკვე სერიოზული ზარალი განვიცადეთ, გაირკვა, რომ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით“, - ამბობს რესტორნის მფლობელი ვასოს სიდიასი. – ვნახოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი ზარალის დაფარვა ევროპული და სხვა ბაზრების ხარჯზე, რაზეც ახლა ფსონებს ვდებთ. ოთხ თვეში შესაძლებელი იქნება შედეგების შეფასება."

ევროპელი ტურისტებისკენ შემობრუნება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ძალიან ენერგიულად მიმდინარეობს. ბოლო დრომდე კვიპროსსა და საფრანგეთს შორის პირდაპირი რეისები არ ხორციელდებოდა, ამ სეზონზე კი კვირაში 20 ფრენა განხორციელდება. ასევე გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა გერმანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, შემუშავდა არაერთი ახალი ინიციატივა, მაგალითად, გაიხსნა ვეგანების სასტუმროები, მოეწყო ღვინის ტურები თვალწარმტაცი მთის სოფლებში.

„საუბარია შემოსავლის დაკარგვაზე 600 მილიონი ევროს ოდენობით“, - განმარტავს კვიპროსის ტურიზმის მინისტრის მოადგილე სავას პერდიოსი. - ეს ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 2,7 მილიარდი ევრო შეადგინა. ამასთან, ზარალის ასანაზღაურებლად სხვა ქვეყნებიდან ტურისტების ერთნაირი რაოდენობა არ გვჭირდება. ფაქტია, რომ რუსი ტურისტების უმრავლესობა ტუროპერატორების ვაუჩერებით ჩამოდის. ამიტომ, საშუალოდ, მათი ყოველდღიური ხარჯები ყოფნის ადგილზე უფრო დაბალია, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების.

ამავდროულად, ტუროპერატორები ცხადყოფენ, რომ ისინი კვლავ არ თმობენ მცდელობებს რუსი ტურისტების კვიპროსში მოგზაურობის ორგანიზებისთვის და განიხილავენ ფრენების შესაძლებლობას იმ ქვეყნებით, რომლებთანაც რუსეთი საჰაერო კავშირებს ინარჩუნებს - სერბეთი, საქართველო და ისრაელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics