|
2022-06-02 10:01:38, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რომლითაც სამიზნის განადგურება 80 კმ მანძილზეა შესაძლებელი
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რათა ქვეყანას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმაროს. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, “დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც მათი ქვეყნის დასაცავად არის საჭირო. რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ", - აღნიშნა უოლესმა. ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ "უკრაინის ჯარისთვის ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა". მათივე თქმით, ეს ნაბიჯი "მჭიდროდ კოორდინირებულია" შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)