|
2022-05-23 12:48:44, 1498 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოლიციის დანაყოფებს 32 ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი. შსს-ს ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ. ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, მოადგილეები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს ახალი მანქანების გადაცემა მიულოცა, რის შემდეგაც ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში, რეალურ პრაქტიკულ პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაესაუბრა, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა. მისი განცხადებით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტით არის ეკონომიური, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯი, ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. პოლიციის ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონისთვის სპეციალურად ტურისტული ზონის საჭიროებებისა და პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ჰიბრიდული ავტომობილები აჭარის საკურორტო ქალაქებში: ბათუმსა და ქობულეთში საპოლიციო საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. აჭარის შავი ზღვისპირეთის ქალაქები - ბათუმი და ქობულეთი იქნება პირველი დასახლებები საქართველოში, სადაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლების მიმდინარე პროექტში - ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ავტომობილით განახლდა. აჭარის შემდეგ, ახალი, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გადაცემა რუსთავის პოლიციის თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)