2022-05-10 23:13:20, 745 ნახვა
სხვადასხვა
კრავჩუკის გადარჩენილი აფხზეთიდან დევნილი ათასობით ქართველი - რითი დაგვამახსოვრდება უკრაინის პირველი პრეზიდენტი
![]() 88 წლის ასაკში უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა. ინფორმაცის კვარვჩუკის ოჯახი ავრცელებს. 2021 წელს ლეონიდ კრავჩუკს გულის პოერაცია გაუკეთეს. უკრაინა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ლეონიდ კრავჩუკის წვლილის გადაფასება შეუძლებელია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაში. 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემის შემდეგ ათასობით ადამიანი - ქალი, ბავშვი, მოხუცი, დაჭრილი, ავადმყოფი ფეხით კოდორის ხეობით სოფელ ჭუბერისკენ დაიძრა. წინ 150-160 კმ-ის გზა იყო გასავლელი კავკასიის მთებში, სადაც იმ წელს ნაადრევად ჩამოთოვა და ომით გამოწვეულ სტრესებს სიცივე და შიმშილი დაემატა. მთის ვიწრო გზებზე შეფენილ ადამიანებს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდათ და დახმარება რაც უფრო მოკლე დროში იქნებოდა ორგანიზებული, სიკვდილს მით მეტი გადაურჩებოდა. “არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გამოცხადდეს სვანეთის რეგიონი ეროვნული უბედურების ზონად. ვთხოვ ყველა მეზობელ ქვეყანას, მსოფლიო საზოგადოებრიობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს - გაითავისოს საქართველოს მოსახლეობის გაჭირვება. ნუ დაუშვებთ ათიათასობით ბავშვის, ქალის, მოხუცის შიმშილითა და სიცივით დაღუპვას. მთებიდან მოსახლეობის სასწრაფოდ გამოყვანის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა შვეულმფრენები. საქართველოს კი სულ რამდენიმე ცალი მანქანა გააჩნია. განვიცდით კვების პრიდუქტების, თბილი ტანსაცმლის, მედიკამენტების სასტიკ დეფიციტს...” - ესაა ნაწყვეტი ედუარდ შევარდნაძის 1993 წლის 5 ოქტომბრის განცხადებიდან. ედუარდ შევარდნაძის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ოპერატიულად გამოეხმაურა და კოდორის ხეობაში სამაშველო ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება უმოკლეს დროში მიიღო. მალე კოდორის ხეობის თავზე უკრაინული შვეულმფრენები გამოჩნდნენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადასარჩენად უკრაინელი მფრინავები თავს არ ზოგავდნენ. ქართულ-უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ამსახველ საინტერესო ამბავს ყვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, სამართლის დოქტორი ვახტანგ თორდია. ბატონმა ლეონიდემ გულისტკივილით გაიხსენა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია და გვიამბო, რომ 1993 წლის სექტემბერის ბოლოს მას დაურეკა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. იგი შეშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ ვერ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს, რათა ეთხოვა გემები და ვერტმფრენები მოსახლეობის აფხაზეთიდან სამშვიდობოზე გასაყვანად და საკენი-ჭუბერის, გოლგოთის ამ გზას მიმავალი ხალხი განსაცდელისგან ეხსნა. ე. შევარდნაძე ბ. ელცინთან სატელეფონო კავშირის დამყარებაში დახმარებას თხოვდა ბატონ ლეონიდეს. როდესაც რუსეთის პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. კრავჩუკი აპირებდა აფხაზეთში გემებისა და ვერტმფრენების გაგზავნას, იგი დაუკავშირდა მას და საყვედური უთქვამს: “თქვენ რატომ ერევით სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში, რატომ აპირებთ აფხაზეთში გემებისა და ვერტმფრენების გაგზავნას. თუკი გაღელვებთ ის, რაც აფხაზეთში ხდება, შეგიძლიათ მოითხოვოთ დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეკრება, სადაც შეიძლება გადავწყვიტოთ ეს საკითხი“. “ჩვენ თუ დაველოდებით დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეკრებას და მერე განვახორციელებთ დახმარებას, მაშინ იმ დროისათვის დასახმარებელიც არავინ დარჩებაო. ასეთ განსაცდელში, ჩვენი მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მოსახლეობას ვერ დავტოვებთო“ - უპასუხია ლ. კრავჩუკს. 1990 წელს ხელმძღვანელობდა საბჭოთა უკრაინას, როგორც მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერში ის აირჩიეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტად. კრავჩუკმა უკრაინის სახელით, ხელი მოაწერა ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ. 1994 წლის სექტემბერში ის აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში. მოგვიანებით შეუერთდა საკონსტიტუციო ცენტრის დეპუტატთა ჯგუფს. 1998 წელს ხელახლა აირჩიეს უკრაინის უმაღლეს საბჭოში უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) პარტიული სიის ლიდერად. 1998 წლიდან არის SDPU(u) და SDPU(u) პოლიტბიუროს წევრი.
პრინცი ჩარლზი რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებს სტუმრობს
ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
|
ომი უკრაინაში![]() ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
![]() კანადა უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა
![]() ევროკავშირს სურს რუსი მილიარდელების ქონება გაყიდოს და უკრაინას დაეხმაროს
ვიდეო/LIVE გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს
3 თვე უკრაინა - რუსეთის ომის დაწყებიდან - რუსეთის პოლიტიკური,სტრატეგიული და ეკონომიკური მარცხი
დღის თემა
![]() ვიკიპედიაში რამდენიმე ენაზე ტერმინი რაშიზმი გაჩნდა, მათ შორის რუსულ ენაზე - რა არის რაშიზმი?
მთავარი თემა
|