|
2022-05-09 21:06:24, 2016 ნახვა
ომი უკრაინაში
დენისოვა - ვვარაუდობდით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია
ვვარაუდობდით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ფორმულასთან ინტერვიუს დროს ავრცელებს. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, უკავშირდებიაბ და ამის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. " ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, გვიკავშირდება და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ყველა მონაცემს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში. მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მაგალითად - ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ რთულადაა ვითარება. რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები." - განაცხადა დენისოვამ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)