11:26 - 31 Aug, 2026
|
2022-05-07 21:21:47, 1774 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს. "პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა",- დაწერა ვერეშჩუკმა. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)