|
2022-05-06 21:43:28, 1383 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უსაყვედურა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მის ენერგორესურსებს ყიდულობენ
"თუ თქვენ გააგრძელებთ რუსეთისთვის ენერგეტიკის საფასურის გადახდას, მხოლოდ დროის საკითხია თუკი რუსული ჯარები ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს გადაკვეთენ. - ამ სიტყვებით, პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის სპეციალისტებს მიმართა, მისივე თქმით, "ეს ფარისევლობაა". "არ უნდა იყოთ ცოტა ბოროტი და ცოტა კეთილი. დაწესეთ სანქციები მარჯვენა ხელით და გააფორმეთ ახალი კონტრაქტები რუსეთთან მარცხენა ხელით. ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს. ეს არის თვალთმაქცობა." - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო. თუ გადაწყვეტილება მიიღება SWIFT სისტემიდან გათიშვის შესახებ, მაშინ ის უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის მთელ საბანკო სისტემაზე. „თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ, დამეთანხმებით. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის გაკეთება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ერთიანი ევროკავშირის მნიშვნელობა, ეს არის ფრაზა „ევროპული კავშირის“ მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს სანქციების პოლიტიკისთვის. ამასთან, მისი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პრევენციულად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)