|
2022-05-04 14:20:11, 1715 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი 9 მაისს განადგურებულ მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავს
რუსეთის ხელმძღვანელობა 9 მაისს დანგრეულ მარიუპოლში აღლუმის გასამართად ემზადება, ამისთვის ქალაქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. სამმართველოს მიერ აღნიშნულია, რომ კირიენკოს მთავარი ამოცანაა 9 მაისისთვის „საზეიმო ღონისძიებების“ მომზადება. „გრძელდება ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ ისტორიებს ადგილობრივი მაცხოვრებლების ოკუპანტებთან შეხვედრისგან განცდილ „სიხარულს“, - აღნიშნულია უწყებაში. გარდა ამისა, ოკუპირებულ დონეცკში წელს უარი თქვეს „დღესასწაულის“ გამართვაზე, ამიტომ „სადღესასწაულო“ ცენტრის მარიუპოლში გადატანა იგეგმება, ამისათვის დანგრეულ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან, დაღუპულთა გვამებისგან და აუფეთქებელი რუსული საბრძოლო მასალებისგან ასუფთავებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის" გაგრძელებას 2022 წლის სექტემბრამდე გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)