|
2022-05-04 10:57:23, 1717 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - ვერავინ იფიქრებს იმას, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება თავს
ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება თავს, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული წესრიგი დაარღვია და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია. შესაბამისად გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებას. „ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევს საერთაშორისო კანონს“, - განაცხადა შოლცმა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელიც მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ აღწერს, ფინეთი და შვედეთი განიხილავდნენ ნატო-ს დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, რაც სკანდინავიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობს. მანამდე შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა უკვე აღნიშნეს, რომ 16-22 მაისის კვირაში გეგმავენ შეხვედრას და თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილის ოფიციალურად გამოაცხადებას. გარდა ამისა, ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში, შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტურია, ხოლო მეზობელ ქვეყნებს კი რუსეთის უკანა ეზოდ თვლის. „მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით გადალახვა,ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში,“- დასძინა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)