|
2022-05-03 13:15:45, 1806 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ისრაელის მთავრობას კიევის „ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მთავრობა კიევის „ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფრომაციას თავად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. რუსეთმა ისრაელის მთავრობას ბრალდება მას შემდეგ წაუყენა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩის სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ ის ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის იაირ ლაპიდის ანტიისტორიულ განცხადებებზე, რომლებიც დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად კიევში“, - აღნიშნულია რუსეთის მიერ გავცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია, ასე უპასუხა: ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ლავროვის ამ ქმედებამ კარგად აჩვენა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)